26 ივლისს პარიზში, ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა.
ისტორიაში პირველად, გახსნის ცერემონია და ეროვნული სპორტული ნაკრებების მსვლელობა გაიმართა არა სტადიონზე, არამედ მდინარე სენაზე, ნავებით. ნავების აღლუმში მონაწილეობა მიიღო 10 000-მდე სპორტსმენმა.
ტრადიციისამებრ, მსვლელობა დაიწყო ოლიმპიური თამაშების ფუძებმდებლის, საბერძნეთის ეროვნულმა ნაკრებმა, მას მოჰყვა ლტოლვილთა ნაკრები და შემდეგ ეროვნული ნაკრებები ანბანური თანმიმდევრობით.
მდინარე სენაზე 6-კილომეტრიანი მსვლელობა დაიწყო აუსტერლიცის ხიდთან და დასრულდა ტროკადეროში, ეიფელის კოშკის ჩრდილქვეშ, სადაც სპორტსმენების ჯგუფმა აანთო ოლიმპიური ცეცხლი საჰაერო ბურთზე, რომელიც ცაში აფრინდა.
ორგანიზატორების თქმით, გახსნის ცერემონიას დაახლოებით 320 ათასი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის დაახლოებით 100 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური. შოუში, რომელიც თითქმის ოთხ საათს გაგრძელდა, დაახლოებით 3000 მსახიობი და მოცეკვავე მონაწილეობდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ლედი გაგამ და სელინ დიონმა, რომელმაც ედიტ პიაფის "L’Hymne à l’amour" ეიფელის კოშკიდან შეასრულა.
XXXIII ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში ჩატარდება 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით.
ფოტოები: AP, EPA, Reuters, Le Monde