სახელგანთქმულმა კანადელმა მომღერალმა სელინ დიონმა პარიზის ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშების გახნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.
სელინ დიონმა ეიფელის კოშკზე მოწყობილ სცენაზე ედიტ პიაფის სიმღერა l’hymne à l’amour შეასრულა.
2023 წლის შემდეგ, მომღერალი პირველად გამოჩნდა მაყურებლის წინაშე.
შეგახსენებთ, პარიზში, საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრში, ეიფელის კოშკის სიახლოვეს, გაიმართა ცერემონიის ფინალური ეპიზოდი, რითაც ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა.
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები პარიზში ჩატარდება 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით.