„ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ზარქუას განცხადებით, „გლობალური ომის“ პარტია ევროკავშირისთვის ან აშშ-სთვის არასდროს უწოდებიათ.
„დიახ, დღემდე არცერთი ნაბიჯით უკან. ჩვენ ვართ ქართველები. გვჯერა, გვწამს, რომ დღემდე მცდელობა არის საქართველო იყოს ჩართული მეორე ფრონტის ხაზზე. რაღაც გარკვეული, გაერთიანება ადამიანების, რომლის ინტერესებშიც არის მათ შორის, იარაღის გაყიდვა, იარაღის წარმოება, მათ შორის ომის ესკალაცია. ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, რომ ეს ევროკავშირში ოფიციალური წარმომადგენლები არიან ან ბაიდენი. ბაიდენის უკან, ვინც მართავს ამ პროცესებს, ვინც ესვრის ყველას, ვინც ესროლა მაგალითად ტრამპს, აი იმათ ვგულისხმობთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.