დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დაგვიანონსა ომი ქვეყანაში და არეულობა - მოუწოდა ხალხს, რომ ქვები გვესროლონ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავსირებით თქვა.
„{პაპაუაშვილმა} მოუწოდა ხალხს რომ ქვები გვესროლონ, მაშინ, როდესაც ოკუპანტი რუსეთი აგრძელებს არა მხოლოდ უკრაინაში ხალხის კვლას, არამედ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც და ხმა არ ამოუღია ამაზე ქართულ ოცნებას.
მან ტყუილი თქვა, როდესაც ჩემთან დაკავშირებით წაიკითხა ყალბი ციტირება, რომ თითქოს მე მოვუწოდებდი საბრძოლო ტექნიკის გადაცემას უკრაინისთვის, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქართული ოცნება ომს აპირებს საკუთარ ხალხთან რუსეთის დახმარებით,“ - თქვა თეონა აქუბარდია.
დღეს შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა: „დადგა მომენტი, როდესაც ოპოზიციას მოუწევს ხალხთან დალაპარაკება. განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ კახელები პასუხს მოსთხოვენ ღვინის შეგინებისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ აჭარლები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ტურისტებისთვის კვერცხების დაშენისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ ქართველები, ვისაც რუსეთში ოჯახის წევრები ჰყავთ, პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას აეროპორტის პიკეტირებისთვის?“