მრავალი წლის განმავლობაში მერლინ მონრო ყველაზე ლამაზ მსახიობად ითვლებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში გემოვნება შეიცვალა. პორტალ ListChallenges-ის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა 59 წლის მონიკა ბელუჩის ყველა დროის ყველაზე ლამაზ მსახიობად მიიჩნევს.
მერლინ მონრომ ამ რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა. საუკეთესო სამ ლამაზმანს შორის მესამე ადგილი წილად ხვდა ანჯელინა ჯოლის, რომელმაც აღიარება ფილმის „მისტერ და მისის სმიტების“ შემდეგ მოიპოვა.
საინტერესოა, რომ გამოკითხვაში საკმაოდ ბევრი მსახიობი მონაწილეობდა. მაგალითად, ბრიჯიტ ბარდო, გრეის კელი, ელიზაბეტ ტეილორი, ნატალი პორტმანი და სხვები. ამ რეიტინგში ბოლო ადგილი დაიკავა ბრიტანელმა მსახიობმა ჰელენა ბონემ კარტერმა.
მონიკა ბელუჩი იტალიელი მსახიობი და მოდელია. კინოში მას პოპულარობა მოუტანა ფილმებმა "დრაკულა", "მალენა", "მატრიცა: გადატვითვა" და "მატრიცა: რევოლუცია", "ქრისტეს ვნებანი", "ძმები გრიმები", "007: სპექტრი", "ასტერიქსი და ობელიქსი: მისია კლეოპატრა" დ სხვა.
მსახიობი დაქორწინებული იყო მსახიობ ვენსან კასელზე. ამ ქორწინებიდან მას ჰყავს ორი ქალიშვილი - დევა და ლეონი. უფროსი დევა კასელი ცნობილი ფოტომოდელია.