ამ ბიჭს უნიჭოდ გამოსდის, ყალბი რომ არის ეტყობა, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა ეკა ბესელიამ მამუკა მდინარაძის განცხადებებთან დაკავშირებით თქვა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გლობალური ომის პარტიასა და მეორე ფრონტზე ილაპარაკა.
ბესელიას თქმით, ასეთი ლეგენდების მოყოლისას, "ქართული ოცნების" დეპუტატებში მდინარაძე განსაკუთრებით უნიჭო და არადამაჯერებელია.
„სანამ ჩაგერთვებოდით დრამატული ხმა მესმოდა მდინარაძესი. აი ასეთი დრამატული ტონით და სხვათაშორის, ამ ბიჭს უნიჭოდ გამოსდის ეს, არ გამოსდის დამაჯერებლად, ყალბი რომ არის ეტყობა, მაგრამ სხვები ხომ აი ამ ლეგენდით ელაპარაკებიან, ახლა ხალხს. აი რაღაცა ხდება, შეთქმულების თეორია, მასონები გადმოდიან, რომ კობახიძს ლიკვიდაცია უნდოდათ, ეს არის ერთი ლეგენდა. გაუგონარი ენით საუბრობენ საერთაშორისო სამყაროსთან", - განაცხადა ეკა ბესელიამ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში.