მოქმედ პოლიტიკოსებში ბიძინა ივანიშვილს ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს. ვის რაში უნდა სჭირდებოდეს მის წინააღმდეგ რაიმე ღონისძიების ჩატარება, - ამის შესახებ "ერთიანობის" წევრმა და სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, დონალდ ტრამპზე თავდსხმის შემდეგმისი რეიტინგო გაიზარდა და „ქართულ ოცნებაშიც“ ფიქრობენ, ბიძინა ივანიშვილისთვის რეიტინგის ამგვარად მომატებას.
„მოქმედ პოლიტიკოსებში ბიძინა ივანიშვილს ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს. ვის რაში უნდა სჭირდებოდეს მის წინააღმდეგ რაიმე ღონისძიების ჩატარება. მე მგონი, ტრამპის მცდელობის შემდეგ, საქართველოში მოდური გახდა და იფიქრეს, მოდი, ბიძინას რეიტინგიც ხომ არ აიწევსო - იმის მერე, ტრამპის რეიტინგმა აიწია და იქნებ ბიძინასიც ავწიოთო. რაღაც ბნელი ფანტაზიაა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, სუს-მა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, გამოძიება მიმდინარეობს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და დაფინანსებით, დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებზე.