ჯულიან ასანჯი სასამართლოს წინაშე თებერვალში წარდგება. "ვიკილიქსის" დამფუძნებელს სწორედ ამ დროს მოუსმენენ.
"ვიკილიქსის" დამფუძნებელი არ გამორიცხავს, რომ ფინანსური პრობლემების გამო მალე ვებ-გვერდი დაიხუროს. ამის მიზეზი გადახდების ელექტრონული სისტემებია, რომლებმაც ვებ-გვერდს მომსახურება შეუჩერეს. ამის შედეგად საიტი ყოველ კვირას 500 ათას დოლარს კარგავს.
შეგახსენებთ, "ვიკილიქსში" სკანდალური მასალების გამოქვეყნების შემდეგ ჯულიან ასანჯს შვედეთიც ადანაშაულებს და მას სექსუალური ძალადობის ბრალდებას უყენებენ. თავად ასანჯი ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.