წყენებზე მაღლა დადგომის, შერიგების, ერთობისა და გამარჯვების დროა, ამის შესახებ Facebook-ზე პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი წერს და მისი და მამუკა ხაზარაძის ერთობლივ ფოტოს ავრცელებს.
ელისაშვილის პარტია "მოქალაქეები" არჩევნებში ლელოსთან, ანა დოლიძის პარტიასთან და ლევან ცუცქირიძის საზოგადოებრივ მოძრაობა "თავისუფლების მოედანთან" ერთად მიიღებს მონაწილეობას.