„გუშინ “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ხელისუფლება კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა გავიდა“ - ამის შესახებ „ერთიანობის“ ლიდერმა გია ჯაფარიძემ განაცხადა
ჯაფარიძის თქმით ნაცვლად იმისა, რომ საქართველო ასრულებდეს ევროკავშირის მიერ რეკომენდირებულ 9 ნაბიჯს, „ქართული ოცნება“ ევროპული ინტეგრაციის გზას აყოვნებს.
“ევროპის კავშირი სხვა არაფერია თუ არა კონსტიტუციონალიზმი, კანონის უზენაესობა, გადანაწილება ხელისუფლების შტოებად.
გუშინ “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ხელისუფლება კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა გავიდა.
„ქართული ოცნება“ დიდი ხანია გასულია საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ, ნაცვლად იმისა, რომ საქართველო ასრულებდეს ევროკავშირის მიერ რეკომენდირებულ 9 ნაბიჯს, ოცნება ევროპული ინტეგრაციის გზას აყოვნებს.
ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზას ადგეს, ის კიდევ ერთ დაბრკოლებას აჩენს ამ გზაზე.
“ქართულ ოცნებას” არ უნდა საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში.
“ქართული ოცნება” წარმოადგენს ერთადერთ წინაღობას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
26 ოქტომბერს ჩვენ ერთიანობით უნდა დავამრცხოთ “ ქართული ოცნება”.
მოვხსნათ ის წინაღობა, რომელიც ჩვენ გვაშორებს ევროპის კავშირს და საქართველო დავაბრუნოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში.” - განაცხადა ჯაფარიძემ.