უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალების მიერ მიკოლაევზე დარტყმის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა.
ქალაქის მერის ოლექსანდრ სენკევიჩის ინფორმაციით, საავადმყოფოში ერთ-ერთი დაშავებული გარდაიცვალა.
„ამ დროისთვის რუსეთის იერიშის შედეგად ოთხი ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის ერთი ბავშვია“, - თქვა სენკევიჩმა.
შეგახსენებთ, რუსეთის ძალებმა 19 ივლისს იერიში განახორციელეს მიკოლაევის საცხოვრებელ კვარტალზე. დაღუპულების გარდა, დაშავებულია 24 ადამიანი.