დღეს, 25 ნოემბერს, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტს, მიხეილ ხუბუტიას შეხვდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა სადისკუსიო კლუბ "ღია საუბარში" გაიმართება.
წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაში აღნიშნული კავშირის სხვა წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც ცნობილია, ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში იმყოფება. მან უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის რუსეთის ხელისფლების წარმომადგენლებთან.