უკრაინული მედიის ცნობით, 20 ივლისის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 17 უპილოტო საფრენი აპარატიდან 13 ჩამოაგდეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, მტერმა უკრაინის წინააღმდეგ „ისკანდერ-მ“-ის 3 ბალისტიკური რაკეტა, ერთი „ისკანდერ-კ“-ის ფრთოსანი რაკეტა, 16 „შაჰედის“ დრონი და ერთი დაუდგენელი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა.
რუსეთის თავდასხმების ქვეშ მოექცა ხერსონის, პოლტავის, სუმის, ჩერნიჰივისა და კიევის ოლქები.