რუსეთის ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს მიკოლაევის საცხოვრებელ კვარტალზე, დაიღუპა სამი ადამიანი.
მიკოლაევის მერის ოლექსანდრ სენკევიჩის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების იერიშს სამი ადაიანი ემსხვერპლა. მათ შორის ერთი ბავშვია.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა მიკოლაევზე რუსეთის საჰაერო თავდასხმას და თქვა, რომ საჭიროა ახალი გადაწყვეტილებები თავდაცვის მხარდასაჭერად.
"რუსული სარაკეტო დარტყმა მიკოლაევზე. დაარტყმა განხორციელდა საბავშვო მოედანზე ჩვეულებრივი სახლის მახლობლად. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაიჭრა ხუთი ადამიანი. ამ დარტყმის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს," - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი თავისი ტერორით ყოველდღე ამტკიცებს, რომ მასზე ზეწოლა მცირეა.
.„ჩვენ გვჭირდება ახალი გადაწყვეტილებები, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, რუსეთმა უნდა იგრძნოს მსოფლიოს ძალა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.