დონალდ ტრამპმა თავის სიტყვაში ისაუბრა საქართველოზე, თუ როგორ შემოიჭრა პუტინი ჩვენს ტერიტორიაზე 2008 წელს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
თინა ბოკუჩავა რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე იმყოფება, სადაც ოფიციალურად წარადგინეს დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატად საპრეზიდენტო არჩევნებზე;
ბოკუჩავას განცხადებით, ტრამპმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში მას ექნება ძალიან მკაცრი პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსათვის.
„დღეს აქ, რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე ოფიციალურად წარადგინეს დონალდ ტრამპი, როგორც რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე. მან თავის სიტყვაში ისაუბრა საქართველოზე, 2008 წელს როგორ შემოიჭრა პუტინი ჩვენს ტერიტორიაზე და ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში მას ექნება ძალიან მკაცრი პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ვამაყობ, რომ საქართველოს სახელით ჩვენ შეგვეძლო, რომ ვყოფილიყავით აქ და ორი დღის განმავლობაში ჩაგვეტარებინა უამრავი მნიშვნელოვანი შეხვედრა რესპუბლიკელ ლიდერშიფთან.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.