დემოკრატები აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნენსი პელოსი მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს.
ბარაკ ობამამ პირადად გამოხატა შეშფოთება დემოკრატებთან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ხოლო ნენსი პელოსიმ პირდაპირ გააფრთხილა ბაიდენი, რომ დემოკრატებმა შესაძლება დაკარგონ შანსი, გააკონტროლონ პალატა, თუ ის არ გამოეთიშება არჩევნებს.
The Washington Post-ის ცნობით, ობამამ, რომელსაც დიდ გავლენა აქვს დემოკრატიულ პარტიაში, ბოლო დღეებში განუცხადა მოკავშირეებს, რომ პრეზიდენტ ბაიდენის გამარჯვების შანსები მნიშვნელოვნად შემცირებულია და მას მიაჩნდა, რომ პრეზიდენტმა სერიოზულად უნდა განიხილოს მისი კანდიდატურის სიცოცხლისუნარიანობა.
ასევე, ნენსი პელოსიმ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან პირად საუბრებში უთხრა, რომ გამოკითხვების თანახმად, მას არ შეუძლია დონალდ ტრამპის დამარცხება. თუმცა ბაიდენი არ დაეთანხმა პელოსს და უთხრა, რომ ნახა გამოკითხვები, რომლებიც მიუთითებენ, რომ მას გამარჯვება შეუძლია.