"ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ "რეაქციაში" განაცხადა, რომ გახარიას გუნდთან ახალ პოლიტიკურ გერთიანებაზე მოლაპარაკებები არ აქვს და გავრცლებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
მისი თქმით, ახალი პოლიტიკური გაერთიანება გაფართოებას გეგმავს და თუ ვისთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, ამაზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შეიკავებს.
„გახარიასთან და მის პარტიასთან არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს და მგონი, აქ დავსვათ წერტილი, არც ყოფილა უახლოეს ხანში, ამიტომ ეს აგორებული ჭორი არის უბრალოდ ჭორი, ჩვენ ვისთანაც გვაქვს მოლაპარაკებები, იმას ძალიან მალე გაგაცნობთ," - ამბობს ხაზარაძე.
შეგახსენებთ, პარტია „ლელო“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ გაერთიანდნენ.