აშშ-ში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს შორის იზრდება მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იძულებული გახდება ამ კვირის ბოლოს საპრეზიდენტო რბოლა დატოვოს. ამის შესახებ გამოცემა Axios იუწყება.
„რამდენიმე მაღალჩინოსანმა დემოკრატმა პირადად გვითხრა, რომ კონგრესში პარტიის ლიდერებისა და ახლო მეგობრების მხრიდან მზარდი ზეწოლა დაარწმუნებს პრეზიდენტ ბაიდენს საპრეზიდენტო რბოლა უკვე ამ შაბათ-კვირას დატოვოს“, - წერს გამოცემა.
გამოცემის წყაროების თანახმად, თანამოაზრეები შეშფოთებული არიან არა მხოლოდ ბაიდენის გამარჯვების დაბალი შანსებით, არამედ იმითაც, რომ მისმა ბოლო წარუმატებლობამ და შეცდომამ შეიძლება გამოიწვიოს დემოკრატების უმრავლესობის დაკარგვა სენატში, ასევე ხელი შეუშალოს დემოკრატებს ქვედა პალატაში რესპუბლიკელებზე გამარჯვებაში.
შეგახსენებთ, წარმომადგენელთ პალატის ყოფილმა სპიკერმა ნენსი პელოსიმ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან პირად საუბრებში უთხრა, რომ გამოკითხვების თანახმად, მას არ შეუძლია დონალდ ტრამპის დამარცხება. თუმცა ბაიდენი არ დაეთანხმა პელოსს და უთხრა, რომ ნახა გამოკითხვები, რომლებიც მიუთითებენ, რომ მას გამარჯვება შეუძლია.