წარმომადგენელთ პალატის ყოფილმა სპიკერმა ნენსი პელოსიმ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან პირად საუბრებში უთხრა, რომ გამოკითხვების თანახმად, მას არ შეუძლია დონალდ ტრამპის დამარცხება.
პელოსის თქმით, ბაიდენმა შესაძლოა გაანადგუროს წარმომადგენელტა პალატაში დემოკრატების გამარჯვების შანსები, თუ ის განაგრძობს არჩევნებში მონაწილეოას.
ამის შესახებ CNN წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროს თქმით, პრეზიდენტი არ დაეთანხმა პელოსს და უთხრა, რომ ნახა გამოკითხვები, რომლებიც მიუთითებენ, რომ მას შეუძლია გამარჯვება.
ამასთან, პელოსიმ სთხოვა ბაიდენის დიდი ხნის მრჩეველს მაიკ დონილონს, დაკავშირებოდა მას, რათა აღნიშნული განეხილათ.
ნენსი პელოსის სპიკერმა CNN-ს განუცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი პარასკევის შემდეგ კალიფორნიაში იმყოფება და მას მერე არ უსაუბრია ბაიდენთან, ხოლო თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ბაიდენი დემოკრატიული პარტიის კანდიდატია, რომელიც გამარჯვებას გეგმავს.