საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, როგორც უნდა დალაგდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ისინი წარმოადგენენ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის არჩევნებში მათ დაამარცხებს.
„მართალს ამბობთ, „ლელო“ და დოლიძე გაერთიანდნენ? წაგვიგია და რატომ ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას? დოლიძეს თავისი ოჯახის წევრები არ აძლევენ ხმას. დღეს გვაგინებს, ბიძინა ივანიშვილზე უშვერ სიტყვებს ამბობს, მაშინ, როცა თავად თანამდებობაზე იყო ჩვენი დამსახურებით და მაშინ, კარგები ვიყავით. ეს ორმაგი სტანდარტია. რატომ ჰგონიათ, რომ ხალხს რამე ავიწყდება? „ლელო“ „ნაცების“ დანამატია, „ნეონაცები“ არიან. როგორც უნდათ, თვითონ ჩამოყალიბდნენ. რატომ? უამრავი არგუმენტის გამო. „ლელომ“ ანაკლიის პროექტი ჩააგდო და მაგათ როგორ უნდა ანდო რამე? რაც შეეხება გახარიას, „ლელო“ და გახარია ერთმანეთს აგინებდნენ, მაგრამ არცერთი არ არიან ქართველი ხალხის დაკვეთის შემსრულებელი. ზემოდან რა წერილიც, „შპარგალკაც“ მოვა, გახარია გაიგებს, რასაც ვამბობ, ისე დალაგდებიან. ცალკე მოვა? ცალკე იქნებიან. უნდა გაერთიანდნენ? – გაერთიანდებიან. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობაა“ და მათ ჩვენ და ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს დავამარცხებთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.