ხალხი გვიყურებს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში, მზად უნდა ვიყოთ, რომ მათ ევროპის ხელი გავუწოდოთ - ამის შესახებ
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევის შემდეგ პარლამენტის წევრებისადი მიმართვისას ერთიანობის აუცილებლობაზე, კავშირის გაფართოებაზე ისაუბრა და საქართველო ახსენა.
„ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ იმედის პოლიტიკისთვის და ოცნებისთვის, რომელიც არის ევროპა. ჩვენ ვემზადებით ევროკავშირის გაფართოებისთვის, ხალხი გვიყურებს უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში და დასავლეთ ბალკანეთში, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში წინასვლაზე უარს ვეუბნებოდით. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, გავუწოდოთ მათ ევროპის ხელი, რადგან თითოეული მათგანი მიჰყვება დამსახურებაზე დაფუძნებულ საკუთარ გზას, რომელიც იცავს აუცილებელ კრიტერიუმებს. მზად უნდა ვიყოთ ახალი სამყაროსა და რეალობისთვის“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.