ქართული მხარის პრეტენზიები ქართული ბრენდების თითქოს და უკანონოდ გამოყენების შესახებ უსაფუძვლოა. აცხადებს სომხეთის სამამულო მწარმოებელთა კავშირის ხელმძღვანელი ვაზგენ საფარიანი.
"ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, ჩვენ არც ქართული საქონლის საჭიროება გვაქვს. სომხეთში წარმოებული პროდუქცია უცხოეთის ბაზრებზე ნაკლებად ცნობილი როდია", _ აცხადებს საფარიანი და დასძენს, რომ "მანამ ვიდრე სომეხ მწარმოებლებს დაადანაშაულებენ თავისი ბრენდების არალეგალურ გამოყენებაში, უმჯობესი იქნება თავად გაიხსენონ, თუ როგორ მიმართეს ქართველმა მწარმოებლებმა სომხეთს თხოვნით, რომ ჩვენს ფირმებს მათი პროდუქცია რუსეთის ბაზრებზე წარმოედგინათ. ეს მას შემდეგ მოხდა რაც მათ რუსული ბაზარი დაკარგეს".
მასალის გამოყენების პირობები