12- წლიანი მმართველობის შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას სიღატაკე, შეცვლილი საგარეო კურსი, რუსული გავლენების გაძლიერება და სხვა მრავალი უბედურება , - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა გია ჯაფარიძემ „ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, “ქართულ ოცნებას” აოფისის გახსნა არ უშველის, რადგან მომავალი არჩევნები წაგებული აქვთ.
„12 წელი არ მართავს სახელმწიფოს მგონი არცერთი პარტია არსად მსოფლიოში. 12 წლის თავზე რით ასრულებს „ქართული ოცნება“ თავის მოღვაწეობას? ქვეყანა ხომ ჩამოაქციეს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ხომ გააფუჭეს ურთიერთობები, საქართველო ხომ რჩება უმუშევრობის, სიღარიბის სივრცეში, ამ ქვეყანაში ხომ რუსეთი ყოველდღე ახორციელებს მცოცავ ოკუპაციას, იტაცებს მიწევს, იტაცებს ადამიანებს, სიღარიბე იზრდება ყოველდღიურად, უმუშევრობა იზრდება, ადამიანები მასობრივად ტოვებენ ქვეყანას, 12 წლის თავზე „ქართულ ოცნებას“ ის დარჩენია, რომ დაურეკოს საკუთარ მოქალაქეებს, აგინოს, შეაშინოს, დააშანტაჟოს, გაიტაცოს, სცემოს, მასობრივად არღვიოს ადამიანის უფლებები. რა კამპანია უნდა დაიწყოს და რა ოფისის გახსნა უშველის დღეს „ქართულ ოცნებას“, მათ წაგებული აქვთ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები. ის რაც ჩვენ ახლა გვჭირდება არის ერთიანობა, რითაც დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“. - განაცხადა გია ჯაფარიძემ.
„ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას დღეს ოფიციალურად გახსნის. დღესვე გაიხსნება პარტიის ახალი ცენტრალური ოფისი.