გარდაბნის რაიონის სოფელ ახალ სამგორთან მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა.
მიცუბიშის მარკის ავტომობილი, სადაც სამი ადამიანი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა.
ავარიის შედეგად მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა, მგზავრები კი მრავლობითი მოტეხილობით რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მგზავრთა ასაკი 17-18 წელია. გარდაცვლილის მანქანიდან გადაყვანა ტექნიკის დახმარებით მოხერხდა.
ავარიის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მუშაობს.