ძალიან ამაყი ვარ, - წერს გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში.
ქართველი ფეხბურთელი, რომელიც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა, წარმატებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“ძალიან ამაყი ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატი საუკეთესო ბომბარდირთა სიაში დავასრულე. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემს შესანიშნავ გუნდს, მათ გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა,” - წერს ის სოციალურ ქსელში.
ქართველმა თავდამსხმელმა ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში გამოიჩინა თავი – თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან.
მიქაუტაძესთან ერთად ტურნირზე სამი გოლი ხუთმა ფეხბურთელმა გაიტანა.