კოპა ამერიკა 2024-ის ფინალში არგენტინის ნაკრებმა კოლუმბია დამატებით დროში 1:0 ლაუტარო მარტინესის გოლით დაამარცხა და სამხრეთ ამერიკის მთავარი სანაკრებო ტიტული ისტორიაში მეთექვსმეტედ მოიგო.
მატჩი მაიამიში ჩატარდა. შეხვედრის დაწყების წინ რამდენიმე ინციდენტი იყო, გულშემატკივრები სტადიონზე დროულად შესვლას ვერ ახერხებდნენ, რის გამოც თამაში 23 წუთის დაგვიანებით დაიწყო.
პირველ ტაიმში კოლუმბია დომინირებდა, მომენტებიც შექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა.
მეორე ტაიმში არგენტინა მეტ-ნაკლებად გააქტიურდა, თამაში უფრო ლამაზი სანახავი გახდა, დი მარიას დარტყმული ბურთი მეკარე ვარგასმა მოიგერია.
65-ე წუთზე მესიმ მარჯვენა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო და მოედანი ატირებულმა დატოვა.
ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, მეორე დაიმატებით ტაიმში კი 97-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ლაუტარო მარტინესმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
არგენტინელებმა ურუგვაის გაასწრეს, რომელთაც ეს ჯილდო ისტორიაში თხუთმეტჯერ აქვთ მოპოვებული.