აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან ამერიკელ ერს მიმართა და თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა პოლიტიკაში „ტემპერატურის შემცირების“ აუცილებლობაზე.
„მინდა გესაუბროთ ჩვენს პოლიტიკაში ტემპერატურის შემცირების აუცილებლობაზე და გახსოვდეთ, რომ როდესაც ჩვენ არ ვეთანხმებით, ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ვართ მეზობლები, ჩვენ ვართ მეგობრები, კოლეგები, მოქალაქეები და, რაც მთავარია, ჩვენ ამერიკელები ვართ. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ.
გუშინდელი სროლა დონალდ ტრამპის მიტინგზე პენსილვანიაში მოგვიწოდებს, გადავდგათ ნაბიჯი უკან, შევაფასოთ სად ვართ და როგორ მივიდეთ წინ.
უთანხმოება გარდაუვალია და ამერიკული დემოკრატია ადამიანის ბუნების ნაწილია. მაგრამ პოლიტიკა არასდროს არ უნდა იყოს პირდაპირი ბრძოლის ველი ან, ღმერთმა ნუ ქნას მკვლელობის ველი“.
ამერიკის ცვილელბების ძალა ყოველთვის ხალხის ხელში უნდა იყოს და არა პოტენციური მკვლელის ხელში.
ჩვენ ვკამათობთ და ვერ ვთანხმდებით, ვადარებთ და ვაპირისპირებთ კანდიდატების თვისებებს, მათ მიღწევებს, მათ პრობლემებს, მათ დღის წესრიგს, მათ ხედვას ამერიკის შესახებ.
მაგრამ ამერიკაში ჩვენ ვაგვარებთ ჩვენს უთანხმოებებს რინგზე
{პოლიტიკურ}, ესაა ის, როგორც ვაკეთებთ ამას და არა ტყვიებით“, -თქვა ბაიდენმა.
მან ასევე გაიხსენა სხვა თავდასხმებიც, რომლებიც საჯარო ფიგურებზე განხორციელდა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ არ უნდა დაუშვას პოლიტიკური ძალადობის ნორმალიზება.
„ამერიკაში მსგავსი ან ნებისმიერი სახის ძალადობის ადგილი არ არის. არანაირი გამონაკლისი. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ძალადობის ნორმალიზება“, – აღნიშნა ბაიდენმა.