ევროპის ჩემპიონატი ესპანეთი-ინგლისის ფინალური დაპირისპირებით დასრულდა. ფინალის შესაფერის დაძაბულ და ემოციურ მატჩში საბოლოოდ გაარჯვება ესპანეთს დარჩა – 2:1.
მატჩის 47-ე წუთზე ლამინ იამალის პასით ნიკო უილიამსმა ესპანეთი 1:0 დააწინაურა. 73-ე ინგლისის ნაკრებმა პალმერის გოლით ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე კი ესპანელმა ოიარსაბალმა გამარჯვების გოლი გაიტანა.