შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმით, პოლიტიკური ძალადობა სავალალოა და დემოკრატიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიფენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმით.
პოლიტიკური ძალადობა სავალალოა და დემოკრატიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
პრეზიდენტ ტრამპს და ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ვუსამძიმრებ ამ თავდასხმის დროს დაღუპულის ოჯახს“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.