აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი X-ზე ეხმიანება.
"შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმით. ვუსურვებ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას, ჩემი აზრები დაზარალებულებთანაა. მე ვგმობ ამ თავდასხმას. პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ აქვს ჩვენს დემოკრატიულ ქვეყნებში და ნატო-ს მოკავშირეები რჩებიან ერთიანები ჩვენი თავისუფლებისა და ღირებულებების დასაცავად“, - წერს სტოლტენბერგი.
პენსილვანიის ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესროლეს. ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე დაიჭრა.
აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ტრამპზე თავდახმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ის ლიკვიდირებულია. დაღუპულია მიტინიგის ერთი მონაწილე, ორი კი მძიმედ დაიჭრა.
სამართალდამცავები თავდასხმის მოტივის დადგენას ცდილობენ.