პოლიტიკაში ძალადობის ადგილი არ უნდა იყოს, იმედი მაქვს, დონალდ ტრამპზე თავდასხმის საშინელი შემთხვევა შემობრუნების წერტილი იქნება, რომ ყველა წესიერმა ადამიანმა დაგმოს ძალადობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ღრმად შეშფოთებული ვარ ძალადობით, რომელმაც კინაღამ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის სიცოცხლე იმსხვერპლა.
პოლიტიკაში ძალადობის ადგილი არ უნდა იყოს და იმედი მაქვს, რომ ეს საშინელი შემთხვევა შემობრუნების წერტილი იქნება, რომ ყველა წესიერმა ადამიანმა დაგმოს რადიკალური და ექსტრემისტული ძალადობა.
პრეზიდენტ ტრამპს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და სოლიდარობას გამოვთქვამ მისი ოჯახის მიმართ. ჩვენ ამერიკელი ხალხის გვერდით ვართ!“,-წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
პენსილვანიის ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესროლეს. ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე დაიჭრა.
აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ტრამპზე თავდახმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.
სამართალდამცავები თავდასხმის მოტივის დადგენას ცდილობენ.