აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ინფორმირებულია პენსილვანიაში ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიტინგზე სროლის შესახებ.
"დაგი (მეუღლე) და მე მოხარულები ვართ, რომ ის სერიოზულად არ არის დაშავებული. ჩვენ ვლოცულობთ მისთვის, მისი ოჯახისთვის და ყველა მათთვის, ვინც დაშავდა და დაზარალდა ამ უაზრო სროლის შედეგად“, - წერს ჰარისი.
მან მადლობა გადაუხადა პირველადი რეაგირების ჯგუფს და დაგმო ინციდენტი.
„მსგავს ძალადობას ადგილი არ აქვს ჩვენს ერში. ჩვენ ყველამ უნდა დავგმოთ ეს ამაზრზენი ქმედება და ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმისთვის, რომ ამან არ გამოიწვიოს მეტი ძალადობა”, - წერს კამალა ჰარისი.
შეგახსენებთ, პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ცეცხლსასროლი იარაღი გაისროლეს, რის შემდეგაც ტრამპი სახის არეში დაიჭრა. ტრამპის სპიკერმა, სტივენ ჩეუნგმა განაცხადა, რომ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გაიარა შემოწმება. ამასთან, პირი, რომელმაც ისროლა, ლიკვიდირებულია. დაღუპულია მიტინგზე მყოფი ერთი ადამიანი, კიდევ ერთი პირი კი მძიმე მდგომარეობაშია.