აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ შოკირებულია პენსილვანიაში ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა შეხვედრაზე სროლის გამო და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის ადგილი არ არის.
„შოკირებული და დამწუხრებული ვარ ყოფილი პრეზიდენტის ტრამპის მიტინგზე მომხდარი სროლის გამო სდა მადლობელი ვარ, რომ ის უსაფრთხოდ არის. როგორც
ამერიკაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის და ჩვენ ყველამ უნდა დავგმოთ», - წერს ბლინკენი.
შეგახსენებთ, პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ცეცხლსასროლი იარაღი გაისროლეს, რის შემდეგაც ტრამპი სახის არეში დაიჭრა. ტრამპის სპიკერმა, სტივენ ჩეუნგმა განაცხადა, რომ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გაიარა შემოწმება. ამასთან, პირი, რომელმაც ისროლა, ლიკვიდირებულია. დაღუპულია მიტინგზე მყოფი ერთი ადამიანი, კიდევ ერთი პირი კი მძიმე მდგომარეობაშია.