ხარკოვის ოლქზე რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. 22 კი დაშავდა. ინფორმაციას ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
სინეგუბოვმა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა დაარტყეს ხარკოვის ოლქის სოფელ ბუდის.
„ადგილის განმეორებითი დაბომბვის შემდეგ მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა, დაზიანდა სასწრაფო დახმარების მანქანაც, - განაცხადა სინეგუბოვმა. მისივე თქმით, დაშავებულთაგან 9 საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ერთი ბავშვია.