უკრაინული მედიის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში დონეცკის ოლქზე რუსეთის ძალების თავდასხმებს 6 ადამიანი ემსხვერპლა. 4 ადამიანი მირნოგრადში დაიღუპა, 2 კი - კონსტანტინოვკაში დაშავებულია კიდევ 22 მოქალაქე. მათ შორის 9 ადამიანი დაშავდა მირნოგრადში, 3 კონსტანტინოვკაში, 7 კი ლიმანში,
დაშვებულები არიან ჩასივ იარში, ნოვონიკოლაევკაში და ლეონიდოვკაში.
მედია აღნიშნავს, რომ რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დონეცკის ოლქში მარიუპოლისა და ვოლნოვახის გარდა 2 085 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.