ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო გიორგი მიქაუტაძის სავარაუდო ტრანსფერზე წერს. მისი თქმით, „მონაკომ“ გარიგება შეათანხმა მიქაუტაძესთან, რომელიც სამეფოში შაბათს გაემგზავრება.
„მიქაუტაძე მონაკოში შაბათს ჩაფრინდება, რათა სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდეს და შაბათ-კვირას კონტრაქტს გააფორმებს.
ტრანსფერი ეღირება 20 მილიონი ევრო, პლუს „მეცისთვის“ დამატებითი თანხებია გათვალისიწინებული. ველოდებით ყველა დოკუმენტის გაფორმებას და კონტრაქტზე ხლის მოწერას“, - წერს რომანო.