14 ივლისს, ფესტივალი „Art-გენი 2024“ სტარტს რეგიონული ტურნეთი აიღებს. პირველი რეგიონული ტურნე ზესტაფონის რაიონის სოფელ ცხრაწყაროს ამფითეატრში გაიმართება, სოფელში, სადაც ვარინკა წერეთელმა ყველასთვის ნაცნობი სიმღერა „სულიკო“ შექმნა.
ფესტივალი ცხრაწყაროს ამფითეატრში 19:00 საათიდან დაიწყება. მოეწყობა ქართული ღვინის და კულინარიის კუთხეები, გამოფენა-გაყიდვა, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. დასკვნით კონცერტს, ბენდი „ჩვენებურები“, GAGA FRANI და REGGAEON გამართავენ.
19 ივლისიდან, Art-გენი 2024 თბილისში გადაინაცვლებს და ტრადიციულად ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება 19 - 21 - 20 ივლისს და 26 - 27 - 28 ივლისს, პარასკევი-შაბათი-კვირის დღეებში.
19 ივლისს, თბილისის ტურს ბენდი „ჩვენებურები“ გახსნიან. ფესტივალის პირველი დღე „თემურიკო დიასამიძე და მეგობრების“ კონცერტით დასრულდება. 20 ივლისს, Art-გენის სცენა GAGA FRANI-ს დაეთმობა. 21 ივლისს, ფესტივალის მაყურებლის წინაშე ნინო ქათამაძე და „ინსაითის“ წარსდგება. 26 ივლისს ფესტივალი REGGAEONის კონცერტით გაგრძელდება. 27 ივლისს დასკვნით კონცერტს „სუხიშვილები“ გამართავენ. 28 ივლისს, Art-გენის თბილისის ტური „33ა“-ს კონცერტით დაიხურება.
წელს, ფესტივალი "არტ-გენი" ოთხი ქვეყნის: ჩეხეთის, სამხრეთ კორეის, პოლონეთის და ისრაელის მუსიკოსებს უმასპინძლებს. მათ შორის, ჩეხი მუსიკოსების ანსამბლს ქართული სახელწოდება "ჰაერი" ქვია და ჩეხურ ფოლკლორთან ერთად ქართულ სიმღერებსაც წარმოადგენენ.
Art-გენი 2024 სპონსორები: "ავერსი", "საგურამო სტეიჯი", ბრენდი "ნატახტარი" "მთის", "მილდიანი". მხარდამჭერები: თბილისის მერია, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო. მედია მხარდამჭერები "1 არხი" და რადიო „არ დაიდარდო“, რადიო "ფორტუნა"
ფესტივალის რეგიონული ტურნე 3 აგვისტოს, დმანისის რაიონში პანტიანის ტბაზე REGGAEON-ის და SHEREKILEBI-ს კონცერტით დასრულდება.
ფესტივალის რეგიონული ტურნეს მხარდამჭერები არიან: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, დმანისის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. წლების განმავლობაში, „Art-გენმა“ მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის, დაკარგვის პირას მყოფი ნიმუშები.
ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობით, „არტ-გენს“ ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში. „Art-გენმა“ ბევრი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში, მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ.
ფოლკლორის, ქართული რეწვის და თანამედროვე, საავტორო ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ფესტივალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას. რეგიონული ტურნეს დაგეგმვისას, „Art-გენი“ ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით არჩევს ფესტივალის ლოკაციის ადგილებს