საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული "MEGOBARI აქტი"-ის შინაარსი ვითარების სწორ შეფასებას არ ეფუძნება.
პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ, საერთო ჯამში, სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
„უცხო ქვეყნებს ჰგონიათ, რომ მათ გავლენა უნდა ჰქონდეთ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებებზე, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვაქვს ასეთი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, უსამართლოა შინაარსი, არ ეფუძნება ვითარების სწორ შეფასებას. უსამართლოა საქართველოს მიმართ. იმედი მაქვს, საერთო ჯამში, სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და შეცდომები არ იქნება დაშვებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით "MEGOBARI აქტი" მიიღო.