არანაირი პირდაპირი საბიუჯეტო თანხები საფრანგეთის ბიუჯეტიდან საქართველოს ბიუჯეტში არ არსებობს, ამიტომ არ ვიცი, რაზე იყო აქ საუბარი, ცოტა გაუგებარი იყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს რაც შეეხება, მათ შორის, გუშინ იყო, თითქოს საფრანგეთი აჩერებს პირდაპირ საბიუჯეტო თანხებს. არანაირი პირდაპირი საბიუჯეტო თანხები საფრანგეთის ბიუჯეტიდან საქართველოს ბიუჯეტში არ არსებობს, ამიტომ არ ვიცი, რაზე იყო აქ საუბარი, ცოტა გაუგებარი იყო ეს. რა თქმა უნდა, პროგრამები არსებობს. საბიუჯეტო დახმარება არის სპეციფიკური ფინანსური დახმარების ინსტრუმენტი, რომლის ქვეშაც იგულისხმება საბიუჯეტო დახმარება. ამაზე როცაა საუბარი, არანაირი საბიუჯეტო დახმარება საფრანგეთის ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომ ჯარს მოაკლდება ჯარისთვის განსაზღვრული თანხა, თუ ქვეყნისთვის განსაზღვრული თანხა გადაინაცვლებს ენჯეოსექტორში, ეს აჩვენებს პირდაპირ, საერთო ჯამში, რაც ხდება. სადაც ფიქრობენ, ვინც ატარებს მათ ინტერესს, იქით მიდის ფული. ჩათვალეს, რომ, შესაძლოა, საქართველოს მთავრობა არ ატარებს კონკრეტულად სხვა მთავრობის ინტერესს, ფულმა გადაინაცვლა იქით, ვინც ატარებს მათ ინტერესს. ასე რომ, ესეც კიდევ ერთი დასტურია და აჩვენებს, რომ ასეთი ფულის უკან დგას ხოლმე ინტერესები და ამ ინტერესებს მიეცა ახლა თავისი კალაპოტი, აპირებს წავიდეს იქ, სადაც შესრულდება მათი ინტერესები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გუშინ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა: „დროებით შევაჩეროთ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯტის მიმართ და დახმარება გავუძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას".