2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე 28 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
ოლიმპიადაზე იასპარეზებენ: ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე (იგი მსოფლიოში პირველი ქალი სპორტსმენია, რომელიც ოლიმპიადაზე მეათედ ასპარეზობს), თავისუფალი სტილით მოჭიდავეები: გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ), გივი მაჭარაშვილი (97 კგ), გენო პეტრიაშვილი (125 კგ), ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები: რამაზ ზოიძე (67 კგ), ლაშა გობაძე (87 კგ), რობერტ კობლიაშვილი (97 კგ), ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა, ძალოსნები: შოთა მიშველიძე (61 კგ), ირაკლი ჩხეიძე (102 კგ), ლაშა ტალახაძე (+102 კგ), მოკრივეები: ლაშა გურული, გიორგი ყუშიტაშვილი, ძიუდოისტები: გიორგი სარდალაშვილი (-60კგ), ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ), ლაშა ბექაური (-90 კგ), ილია სულამანიძე (-100 კგ), გურამ თუშიშვილი ( +100 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ), ეთერ ასკილაშვილი (-63 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ), მძლეოსანი ლიკა ხარჩილავა (რბენა, 100 მ), მოცურავეები ანა ნიჟარაძე (ბატერფლაი, 100 მ) და ნოე ფანცხავა (გულაღმა ცურვა, 100 მ).
პირველად საქართველოს ისტორიაში ოლიმპიადაზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში მედლისთვის იბრძოლებს ძიუდოისტ ქალ-ვაჟთა შერეული ნაკრები.
ლიცენზირებული სპორტსმენების სია შეიძლება გაიზარდოს და პარიზის ოლიმპიადაზე კიდევ რამდენიმე ქართველი გაემგზავროს.
26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით პარიზი ზაფხულის XXXIII ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.