უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში შეხვდა ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ესაუბრა მას უკრაინაში მშვიდობის შესახებ. ორბანის თქმით, დარწმუნდა, რომ ტრამპი მოაგვარებს ამ პრობლემას.
"მშვიდობის მისია 5.0. ჩემთვის პატივი იყო დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ვიზიტი მარ-ა-ლაგოში. ჩვენ განვიხილეთ მშვიდობის მიღწევის გზები. დღის კარგი ამბავი: ის მოაგვარებს ამ პრობლემას", - დაწერა ორბანმა X-ზე
ტრამპმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ორბანს და დასძინა, რომ მშვიდობა უნდა დამყარდეს, რაც შეიძლება სწრაფად.
"მადლობა, ვიქტორ. უნდა დადგეს მშვიდობა და რაც შეიძლება სწრაფად. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო!" - თქვა ტრამპმა.