მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქმედებები და ანტიამერიკული დეზინფორმაცია - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია ქსელ X-ზე "ქართული ოცნების" ქალ დეპუტატებთან შეხვედრის შესახებ წერს.
უზრა ზეიას განცხადებით, მმართველი გუნდის დეპუტატებთან დემოკრატიული ნორმების და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ჰქონდა საუბარი.
„ვისაუბრე "ოცნების" ქალ ლიდერებთან დემოკრატიული ნორმების და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე. შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მაგრამ "ოცნების"-ის ქმედებებმა შეაფერხა პროგრესი ამ მიზნისკენ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქმედებები და ანტიამერიკული დეზინფორმაცია", - წერს უზრა ზეია.