ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში, უზრა ზეიას საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.
გიგი წერეთლის თქმით, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი საქართველოში, გვაჩვენებს, თუ რამდენად დიდია ჩვენს პარტნიორებში იმ საგანგებო ვითარების შეგრძნება, რომელიც ხელისუფლების ქმედებებმა წინასაარჩევნოდ შექმნა.
„ამ მძიმე ვითარებამდე სწორედ საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურმა კამპანიამ და ნაბიჯებმა მიგვიყვანა. იმედი მაქვს, რომ სწორედ იმგვარი კომუნიკაცია შედგება, რაც ახლა არის საჭირო.
ეს არის პრაქტიკულად ბოლო გაფრთხილებები ხელისუფლებისთვის, რომ მან ხელი აიღოს პოლიტიკაზე, რომელსაც აწარმოებს, რათა საერთოდ არ გაქრეს საქართველოსთვის ევროატლანტიკური გზა.“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.