კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ უკრაინისთვის 500 მილიონი კანადური დოლარის {350 მილიონ აშშ დოლარზე მეტი} ღირებულების სამხედრო დახმარების დამატებითი პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ტრუდომ გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, დამატებითი პაკეტის გადაცემის შესახენ, რომლის ღირებულებაც 500 მილიონი კანადური დოლარი {350 მილიონ აშშ დოლარზე მეტი} იქნება.
გარდა ამისა, ტრუდომ აღნიშნა, რომ კანადა მზად არის გაუწიოს აუცილებელი სამედიცინო დახმარება ოჰმატდიტის ბავშვთა საავადმყოფოზე რუსული თავდასხმის შედეგად დაშავებულებს.
„ლიდერებმა განიხილეს უკრაინის თავდაცვის საჭიროებები და კოორდინირებული თანამშრომლობა „გამანადგურებლების კოალიციის“ ფარგლებში“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.