ევროპის ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ნიდერლანდებისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ინგლისელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ინგლისელთა ნაკრები ფინალში ესპანეთს შეხვდება.
მე-7 წუთზე ნიდერლანდელმა ხავი სიმონსმა თავისი გუნდი წინ გაიყვანა.
მე-18 წუთზე ნიდერლანდების კარში პენალტი დანიშნა, რომელიც კეინმა ზუსტად შეასრულა. „ბაიერნის“ თავდამსხმელისთვის ევრო 2024-ზე ეს მესამე გოლი იყო.
90+1′ წუთზე კი ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში შეცვლაზე შესულმა ოლი უოტკინსმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალი 14 ივლისს ბერლინში გაიმართება.