პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი აყენებს ბრალდებებს საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ჩვენს ჩართულობასთან დაკავშირებით, რაც სრულიად მცდარი და აბსურდულია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მეთიუ მილერს კითხვა დაუსვეს, რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის მონაცემებით, აშშ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლას გეგმავს.
„ეს სიცრუეა და ეს სრულიად ნათელია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი აყენებს მსგავს ბრალდებებს საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ჩვენს ჩართულობასთან დაკავშირებით, რაც სრულიად მცდარი და აბსურდულია. მე უბრალოდ აღვნიშნავ ირონიას, რომ რუსეთი, რომელიც არალეგალურად ახდენს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ასეთ ბრალდებებს აყენებს სხვა ქვეყანასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მილერმა.