ევროპის ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს ესპანეთი და საფრანგეთი დაუპირსპირდნენ. გამარჯვება და ფინალის საგზური ესპანელებმა მოიპოვეს, მათ მეტოქე ანგარიშით – 2:1 დაამარცხეს.
ანგარიში მე-9 წუთზე ფრანგმა კოლო მუანმა გახსნა. 21-ე წუთზე ესპანეთის ნაკრების 16 წლის ლამინე იამალმა ანგარიში გაათანაბრა.
იამალი 16 წლისა და 362 დღის ასაკში დიდ ტურნირზე ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა.
25-ე წუთზე დანი ოლმოს მიერ დარტყმულ ბურთს ვიდრე კარში შევარდებოდა, ფრანგი კუნდე შეეხო. თუმცა ავტოგოლი არ დაფიქსირდა – გოლი ოლმოს ჩაეთვალა.
ესპანეთი 14 ივლისს ფინალში ინგლისსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს შეხვდება..