ხელწერილი შემიძლია დაგიწეროთ, რომ ბიძინა ივანიშვილი 26 ოქტომბერს აუცილებლად, აუცილებლად დამარცხდება - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ გადაცემა „რეაქციაში” განაცხადა.
“გუშინ ღირსეული ადამიანები შემოუერთდნენ ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს. ეს არის მართლაც უდიდესი შენაძენი. როდესაც ერთიანობაზე არის საუბარი, პირველ რიგში, ეს ერთიანობა გულისხმობს ჩვენს ხალხთან ერთიანობას. ჩვენი კარი არის ფართოდ გაღებული, ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ძალიან ბევრ, ძალიან მნიშვნელოვან, ძალიან ღირსეულ ადამიანთან.
დღესაც კი, სულ რამდენიმე საათის წინ მქონდა [ადამიანებთან]. დარწმუნებული ვარ, სიურპრიზი იქნება [მათი ვინაობა] თქვენთვის ყველასთვის, ისევე როგორც სიურპრიზი იყო ლაშას და გიას შემოერთება, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები იქნებიან ჩვენს რიგებში.
ძალიან ბევრი ექსკლუზივით მოვალთ ძალიან მალე. ვიწყებ ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობას და მე გაძლევთ გარანტიას, ხელწერილი შემიძლია დაგიწეროთ, რომ ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად, აუცილებლად დამარცხდება 26 ოქტომბერს“, - განაცხადა სიფი ჯაფარიძემ.