უკრაინული მედიის ცნობით, ბოლო მონაცემებით, 8 ივლისს კიევზე რუსი ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა.
დაშავებულია 120 ადამიანი.
8 ივლისს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. კიევში დაბომბეს ოჰმატდიტის საავადმყოფო, კერძო კლინიკა ADONIS-ი და საცხოვრებელ კორპუსები.