რუსეთის არმია დარტყმებს ახორციელებს მხოლოდ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებულ სამხედრო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე მომხდარ თავდასხმაზე.
"ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ ვახორციელებთ დარტყმებს სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმები ხორციელდება კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, სამხედრო ობიექტებზე, რომლებიც ამა თუ იმ გზით დაკავშირებულია რეჟიმის სამხედრო პოტენციალთან", - თქვა პესკოვმა.
დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, თავდასხმა უკრაინული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემით განხორციელდა და არა რუსულით.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ იერიში მიიტანა უკრაინაში სამხედრო ობიექტებსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ბაზებზე.
ამასთან, აღნიშნა, რომ კიევის რეჟიმის ცნობები რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სამოქალაქო ობიექტებზე მიზანმიმართული დარტყმების შესახებ არ შეესაბამება რეალობას და არის „მორიგი პროვოკაცია“ ნატო-ს სამიტის წინ.
9 ივლისის დილის მდგომარეობით კიევზე რუსული სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა, დაღუპულია 27 ადამიანი.